ფეხბურთი

18:24 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ევრო-2015-ის პირველი საკვალიფიკაციოსთვის მზადება დაიწყეს

საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დევდარიანმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“).

მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი თევზაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), ზურაბ მალანია („შუქურა“), ზურაბ ჯაფიაშვილი („დინამო“).

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი ბერიძე („დილა“), დემურ ჩიხლაძე („დინამო“).

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია), აკაკი შულაია („მერანი“), მათე კვირკვია („ვიტ ჯორჯია“), ილია კერძევაძე („სამტრედია“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ცოტნე მესხი („შუქურა“).

19-წლამდელები კვირას შეიკრიბნენ და სასტუმრო “ბომონდ გარდენში” დაბინავდნენ. გუნდს ორშაბათს შეუერთდა ლადო მოხევიშვილი. ილია კერძევაძე თანაგუნდელებთან ერთად 1 ოქტომბერს იქნება, ხოლო იტალიის “ემპოლის” ფორვარდი რომან ჭანტურია თბილისში 6 ოქტომბერს ჩამოვა.

პირველ დღეს დევდარიანმა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო სტადიონზე ავარჯიშა. ოთხშაბათიდან, 19-წლამდელები წვრთნას ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეუდგებიან.

მე-11 ჯგუფში ქართველების მეტოქეები რუმინეთის, კვიპროსისა და ჩერნოგორიის 19-წლამდელები არიან. მატჩები 8, 10 და 13 ოქტომბერს როგორც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, აგრეთვე, ამავე არენის სათადარიგო მოედანზე ჩატარდება. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ.

0.113818