საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, მინსკში ბელარუს თანატოლებს ამხანაგურ მატჩში 3:1 აჯობა. პირველი მატჩი ქართველებმა 1:2 წააგეს.
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
გოშაძე, გელაშვილი (ბარამიძე, 46), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია (დუმბაძე, 46), კიტეიშვილი (გოშთელიანი, 46), ხარაშვილი (შულაია, 77), შერაზადიშვილი (ხორხელი, 66), კერძევაძე, კიკნაძე (მიქელთაძე, 46).
სათადარიგოები: ქურდაძე, კომახიძე, კირკიტაძე.
მატჩის მე-9 წუთზე, საკუთარ კარში გოლი კლემიატიჩმა გაიტანა. 37-ე წუთზე შერაზადიშვილმა ქართველები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. 86-ე წუთზე, ანგარიშში სხვაობა შიბუნმა შეამცირა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე წერტილი მალანიამ დასვა.
ქართველებიდან მსაჯმა მარგველაშვილი (42), ტაბიძე (45+1) და მიქელთაძე (82) გააფრთხილა.