საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უეფას 19-წლამდელთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნით ფაზაში გადადის.
გიორგი დევდარიანი და მისი გუნდი შეკრებაზე არიან და ყოველდღიურ ვარჯიშებს ატარებენ, 1 სექტემბერს კი, ნაკრები გუნდი სლოვაკეში მიემგზავრება, სადაც შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოვაკეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების 19-წლამდე ნაკრებებთან.
ამჟამად კი, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში ნაკრების სტაჟიანი ფეხბურთელების გარდა, ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი აკვირდება. შესაბამისად, ნაკრებში ბევრი ახალი სახეა.
მეკარეები: რომეო ტურავა („მერანი“, მარტვილი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“).
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი („სპარტაკი“, ცხინვალი), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“,
თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“,
დღეს, გუნდს შეუერთდება ნაკრების ძირითადი ბირთვი „საბურთალოდან“ – ბექა ქურდაძე (მეკარე), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი (მცველები), გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ნახევარმცველები), გიორგი ხორხელი (შემტევი).
აქვე გაგაცნობთ იმ 19 ფეხბურთელის სიას, რომელთაც გიორგი დევდარიანი სლოვაკეთში წაიყვანს:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“).
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“,
თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“,
გუნდს სლოვაკეთში შეუერთდება კიდევ ერთი ახალწვეული – ლადო მოხევიშვილი, რომელიც დევდარიანის ნაკრების დებიუტანტია. მოხევიშვილი ნახევარმცველია და ესპანურ „ლევანტეში“ ირიცხება.
3 სექტემბერი, 19:00. პრადი
სლოვაკეთი U19 – საქართველო U19
5 სექტემბერი, 19:00. სენეცი
საქართველო U19 – არაბთა გაერთიანებული საემიროები U19
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი მზადებას თბილისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ჯგუფის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები რუმინეთის, კვიპროსისა და
სფფ-ის პრესსამსახური