საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, თურქეთში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 მარტს ქართველები სტამბოლში “გალათასარაის” 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 8 მარტს, ამავე ქალაქში, “ქასიმფაშას” ასაკობრივ გუნდს შეხვდებიან.
19-წლამდელები თურქეთში 4 მარტს გაფრინდებიან და მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“).
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი).
ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“).
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი).
ქართული დელეგაცია თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. აქვე გეტყვით, რომ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადების ეგიდით, 19 წლამდელები აპრილში პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე ითამაშებენ.