სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:59 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები “თანამეგობრობის თასზე” არ გაემგზავრებიან

საქართველოს ფეხბურთულთა ასაკობრივი ნაკრები “თანამეგობრობის თასზე” არ გაემგზავრება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება. 

“როგორც ცნობილია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ში ოფიციალური წერილი გამოგზავნა, სადაც “თანამეგობრობის თასის” 22-ე გათამაშებაზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრები (1993 წელს დაბადებულები და ზემოთ) მიიწვიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ საკითხზე მწვრთნელებთან ერთად იმსჯელა და გადაწყდა, რომ ამ გათამაშებაზე ნაკრები ვერ გაემგზავრება. საუბარი იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელსაც მაისში ელიტრაუნდი აქვს სათამაშო და ასეთი მასშტაბური ტურნირი გუნდს წაადგებოდა. თუმცა, ამ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უმაღლესი ლიგის კლუბების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იანვრის ბოლოს, მაშინ, როცა “თანამეგობრობის თასი” ტარდება, ყველა ეს კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე იქნება.  5 მარტამდე კი, ფიფა-უეფას ოფიციალური სათამაშო დღეები არ არის და აქედან გამომდინარე, კლუბები თავის ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოუშვებენ. შესაბამისად, ის მიზანი, რაც ამ ტურნირზე მონაწილეობას უნდა ჰქონოდა, ვერ შესრულდება.

აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელებმა იხელმძღვანელეს წმინდა სპორტული პრინციპით, ვინაიდან, გუნდის შეკრება ვერ ხერხდება და ტურნირის მასპინძელ მხარეს ამის შესახებ უკვე ეცნობა” - სფფ-ის პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112339