მართლაც უცნაური და მოულოდნელი ამბავი მოხდა ბოლო სათამაშო დღეს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მე-11 შესარჩევ ჯგუფში. საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” თავისი მესამე მატჩიც მოიგო, ამჯერად მრისხანე ჰოლანდია 2:1 დაამარცხა და მაქსიმალური 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. წესით ნიდერლანდელები მეორე ადგილზე უნდა დარჩენილყვნენ, მაგრამ… პარალელურ შეხვედრაში, “დინამო არენაზე,” უელსმა 6:0 მოუგო მოლდოვას, ჰოლანდიას ქულებით გაუტოლდა და რახან ერთმანეთში უგოლო ფრე ჰქონდათ ნათამაშევი, უეფას დებულების 6.09-ის ც პუნქტი ამუშავდა, რომლის მიხედვითაც უპირატესობა უფრო მეტი გოლის გამტან უელსს მიენიჭა.
მე-11 ჯგუფის საბოლოო ცხრილი:
- საქართველო 3 3 0 0 9:2 9
- უელსი 3 1 1 1 7:5 4
- ჰოლანდია 3 1 1 1 4:2 4
- მოლდოვა 3 0 0 3 0:11 0
ცხრილი მოყვანილია უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო