თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დამთავრდა. ქართველმა ჭაბუკებმა ჰოლანდიელ თანატოლებს უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. ანგარიში მე-11 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, ტაიმის ბოლოს მსაჯის მიერ წამატებულ წუთზე რიკაირო ჟივკოვიჩმა გაათანაბრა. თუმცა მეორე ტაიმში ჩვენებურთა აქტიურობას გიორგი აბურჯანიას გოლი და გამარჯვება მოჰყვა 2:1.
ამრიგად, ქართველებმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს და 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.