ფეხბურთი

12:55 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: საფრანგეთის 18-ეული

როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 20 ივლისს საფრანგეთთან თამაშით დაიწყებს. ფრანგენის მწვრთნელმა ფრანსის სმერეცკიმ 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: კანტენ ბენარდო (ლე მანი), მუეზ ასენი (ნიცა);

მცველები: ანტუან კონტი, ჟორდან იკოკო (ორივე - პსჟ), ჟან-ფილიპ გბამინი (ლანსი), ეიმერიკ ლაპორტი (ბილბაო, ესპანეთი), ბენჟამენ მენდი (ლე ავრი), სტეფან მორეირა (რენი), ლიუკა რუგო (ნიცა);

ნახევარმცველები: ლარი აზუნი (მარსელი), ადრიან იუნუ (რენი), ადრიან რაბიო, კევინ როდრიგესი (ორივე - ტულუზი);

თავდამსხმელები: იასინ ბენზია, ანტონი მარტიალი (ორივე - ლიონი), კორანტენ ჟანი (ტრუა), ლენი ნანგი (კაენი), ოპა ნგუეტი (ვალანსიენი).

ამ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია ბენზია, რომელმაც განვლილ ეტაპებზე 4 გოლი გაიტანა. მთლიანობაში, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად რაბიო ითვლება - წამყვანი ნახევარმცველია. რაბიომ 2 გოლიც გაიტანა.

0.124143