ფეხბურთი

15:26 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები პირველ კალათაში, 17-წლამდელები - მესამეში

 

28 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ხოლო საქართველოს ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის პირველ კალათაშია.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კალათები ასე გამოიყურება:

A: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, საქართველო, სერბეთი (მოქმედი ჩემპიონი), რუსეთი, ინგლისი.

B: გერმანია, უკრაინა, ბელგია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, შვედეთი.

C: ნორვეგია, ჩერნოგორია, შვეიცარია, იტალია, თურქეთი, დანია, საბერძნეთი.

D: ბულგარეთი, შოტლანდია, რუმინეთი, კვიპროსი, უელსი, ლიტვა, ისლანდია.

ელიტ რაუნდის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე, რომელიც 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება თითო ნაკრები გადის, რომელთაც მასპინძელი უნგრელი თანატოლები დაემატებიან.

ამავე დღეს, 17 წლამდელთა ელიტრაუნდის კენჭისყრა შედგება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია თავკაცობს საქართველო მე-3 კალათაშია.

A: გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი.

B: სერბეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, შოტლანდია, თურქეთი.

C: საბერძნეთი, ბელგია, საქართველო, ჩეხეთი, ლატვია, რუსეთი (მოქმედი ჩემპიონი), ავსტრია.

D: ირლანდია, უელსი, ნორვეგია, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, უკრაინა.

ამ შემთხვევაშიც ჯგუფებიდან თითო გუნდი გადის. ფინალური ეტაპი 2014 წლის 9-21 მაისს მალტაზე გაიმართება და მასში მასპინძელი მალტა შესარჩევი ციკლის გავლის გარეშე ითამაშებს.

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები

0.11647