ფეხბურთი

12:19 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: გოროზიასა და ფონიავას ნაცვლად, ჰუფნაგელი და ზარანდია

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბება. გია ცეცაძის გუნდი ჯერ თბილისში ივარჯიშებს (სავარაუდოდ, “ბასაზე”), 14 მაისს ღამით გაემგზავრება სერბეთში და იქ გაივლის შეკრებას 21 მაისამდე, ხოლო შემდეგ წავა ბელგიაში, სადაც ელიტ-რაუნდის ჯგუფის მატჩები გაიმართება. როგორც იცით, ჯგუფში ბელგია, შოტლანდია, ინგლისი და საქართველო იქნებიან, ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ გამარჯვებული გადის.

ცეცაძის გუნდმა ბოლო შეკრება პორტუგალიაში გაიარა, სადაც ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ცეცაძემ იმ ტურნირის შემდეგ 2 ცვლილება მოახდინა შემადგენლობაში: ნახევარმცველების – გიორგი გოროზიასა და პაპუნა ფონიავას ნაცვლად, ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან ლუკა ჰუფნაგელი (“უნტერჰახინგი”) და ლუკა ზარანდია (“ლოკომოტივი” თბილისი).

ზარანდია 1996 წელსაა დაბადებული, თუმცა ეს ის ჭაბუკია, უდავოდ

საუკეთესო რომ იყო გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში და შესარჩევის მატჩებში 5 გოლიც რომ გაიტანა. თითქმის გადაწყვეტილია - ზარანდია ამ ზაფხულს ამსტერდამის “აიაქსში” გადავა.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე („ჩიხურა“, საჩხერე), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: ლევან გეგეჭკორი („მერანი“, მარტვილი), ნიკა სანდოხაძე („ტორპედო“, ქუთაისი), დავით უბილავა („ვიტ ჯორჯია“), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა დვალი („სკონტო“, ლატვია)

ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე „ზესტაფონი“), თემურ მარკოზაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე („მეტალურგი, რუსთავი“), ლუკა ჰუფნაგელი (“უნტერჰახინგი”, გერმანია)

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული („დილა“, გორი), ბუდუ ზივზივაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა კაჭარავა („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ლუკა ზარანდია (“ლოკომოტივი”, თბილისი)

დღესვე, გია ცეცაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

 

0.123806