ფეხბურთი

16:10 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: არის პირველი გამარჯვება – საქართველო - უელსი 5:1

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დამთავრდა, საქართველოს ნაკრებმა უელსელ თანატოლებს უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე 5:1 დაამარცხეს. პირველი გოლი 22-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. 4 წუთში დავით ჯიქიამ გააორა. ტაიმის მიწურულს კი ალექსანდრე გურეშიძემ ეფექტური თავურით ანგარიში 3:0 გახადა. მანამდე იმავე ჯიქიამ ძელსაც მოარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში ჯიქიამ კიდევ ერთხელ დააწყებინა ბრიტანელებს ცენტრიდან, ანუ დუბლი გაიფორმა. ეს მატჩის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი იყო: ჯიქიამ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, როგორიც ჭაბუკმა ბრაზილიელმა პელემ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შვედების წინააღმდეგ.

მოგვიანებით მათე ცინცაძემ გამოიჩინა თავი. ყველაფერთან ერთად უელსელებმა ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, მათ მეკარე ო’ბრაიენი გაუძევეს. თუმცა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს, ტომას ო’სალივანმა ძალიან ლამაზი საჯარიმო გაგვიტანა.

0.115181