ფეხბურთი

1:07 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „სოსიედადი“ მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა

პრიმერას მე-9 ტურში მთავარი ამბები შაბათს მოხდა. „რეალმა“ პირველად წააგო მიმდინარე სეზონში და ლიდერის პოზიცია „ბარსელონას“ გადაულოცა.

კვირას კი ნაკლკებად საინტერესო შეხვედრები ჩატარადა.

თუმცა, მაგალითად, „რეალ სოსიედადმა“ შინ „ბეტისი“ 3:1 დაამარცხა და ტოპ-ოთხეულში აღმოჩნდა.

„ვილიარეალმა“ სტუმრად „ესპანიოლს“ კარლ ტოკო ეკამბის კინკილა გოლით მოუგო და მე-7 პოზიციაზე, ორი საფეხურით ამაღლდა..

გვიან მატჩში კი „სევილიამ“ „ლევანტეს“ შეცვლაზე შესული ლუკ დე იონგის გოლით სძლია და 16 ქულით მეოთხე ადგილოსანს გაუთანაბრდა, თუმცა ბურთების უარესი ბალანსის გამო, მეექვსე ადგილზე დადგა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-9 ტური. 20 ოქტომბერი

ალავესი - სელტა 2:0

1:0 მაგალიანი (50), 2:0 პერესი (82)

სოსიედადი - ბეტისი 3:1

0:1 ლორენი (12), 1:1 გარსია (22 საკ. კარში), 2:1 ვილიანი (36), 3:1 პორტუ (58)

ესპანიოლი - ვილიარეალი 0:1

0:1 ეკამბი (17)

ბილბაო - ვალიადოლიდი 1:1

1:0 უილიამსი (33), 1:1 მარტინესი (71, საკ. კარში)

სევილია - ლევანტე 1:0

1:0 დე იონგი (86)

0.116152