კალათბურთი

22:12 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი გარჯა ესპანეთში და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიამ ფანტასტიკურად ითამაშა. „ბასკონიამ“, რომელმაც სეზონი წარუმატებლად დაიწყო, „ბეტისს“ უმასპინძლა და 84:73 აჯობა.

ვიტორიელებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს და ბოლო პერიოდის წინ მარცხდებოდნენ, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში 18 ქულით იმარჯვეს, რამაც მატჩის ჩარხი მათ სასარგებლოდ დაატრიალა.

ამ გამარჯვებაში შენგელიამ ლომის წილი დაიდო, ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან, ერთადერთი მოხსნა დააკლდა. თორნიკემ 35:43 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში) და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 29:55 წუთში მხოლოდ 3 ქულა და 3 პასი შეაშველა თავისიანებს.

„ბასკონია“ 2 მოგებით და 3 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ ესტუმრება.

0.123584