იტალიის სერია A-ს მერვე ტურში რეჯიო ემილიაში, "სასუოლომ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. 43-ე წუთზე კი, როდესაც სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, თამაში მცირე პერიოდით შეჩერდა.
ამის მიზეზი კი, ადამიანი გამოდგა, რომელიც პირდაპირ მინდორზე პარაშუტით დაეშვა. ბუნებრივია, სტიუარდებმა პარაშუტისტს უმალვე დაატოვებინეს მოედანი და შეხვედრა დაუბრკოლებლად გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ "ნერაძურიმ" 4:3 მოიგო.
თუმცა, ამ ეპიზოდმა "მაპეი სთედიუმზე" შეკრებილი მაყურებელი ნამდვილად გაამხიარულა.