პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ჟოაუ ფელიშმა "ვალენსიასთან" ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და სარეაბილიტაციო პერიოდს 2-3 კვირა სჭირდება. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
ფელიში "როხიბლანკოსს" 2019 წლის ზაფხულში "ბენფიკადან" 126 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიელმა შემტევმა 11 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.