ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიში რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა, თუმცა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი მოედანზე მაინც გამოცხადდა.
კახა ჩხეტიანის გუნდმა მთლიანად აკადემიის შემადგენლობით ითამაშა, შეიძლება ითქვას - ბავშვებით. "ტორპედოს" ღირსება საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "საბურთალოს" წინააღმდეგ შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიცვეს:
სოსო კოპალიანი (13 წლის), ლუკა ელბაქიძე (15 წლის), ირაკლი მელქაძე (15 წლის), ლუკა მჟავანაძე (15 წლის), დავით ასათიანი (16 წლის), მურთაზ სანებლიძე (16 წლის), ოთარ აფრიდონიძე (16 წლის), გურამ დეისაძე (16 წლის), სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის), აკაკი მელაძე (16 წლის), ბექა ღირდალაძე (17 წლის), გიორგი აბზიანიძე (18 წლის), ვატანგ ბოჭორიშვილი (18 წლის), თამაზ შარვაშიძე (18 წლის), იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის), მათე აბულაძე (19 წლის), ლუკა ფიფია (21 წლის), ნიკა ქორიძე (22 წლის).
"ტორპედოს" შემადგენლობის საშუალო ასაკი ხსენებულ შეხვედრაში 17 წელს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.