„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„არ მგონია, „ლივერპულს“ რაიმე დასაკარგი ჰქონდეს. ჩემპიონი „მანჩესტერ სიტია“ და ტიტულის დაცვას ცდილობს. ჩვენ კი მისი მოპოვება გვწადია.
წნეხი ძლიერდება, მაგრამ ეს მასმედიის გაზვიადებულია. უყვართ ვითარების დაძაბვა. დაე წერონ. წინააღმდეგი არ ვარ, რადგან არ ვაქცევ ყურადღებას რას ამბობენ სხვა ადამიანები. უბრალოდ მინდორზე გავდივარ და ვცდილობ ყველა მატჩი მოვიგო.
პრემიერლიგის სათავეში ვართ და ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ. მაგრამ ტურნირის დასრულებამდე კიდევ უამრავი თამაშია დარჩენილი და ტიტულზე ფიქრი ნაადრევია.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Sky Sports.