მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ შეთანხმდებიან თუ როდის ჩაატარებენ პრიმერას მე-10 ტურის მატჩს - გვამცნობს Mundo Deportivo. „მათ 21 ოქტომბრის 10:00 საათამდე აქვთ დრო, რათა „კლასიკოს“ ჩატარების შესახებ მოილაპარაკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თარიღს ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია დაადგენს.“ - წერს გამოცემა.
მატჩი 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კატალონიის მთავარ ქალაქში არსებული დაძაბული ვითარების გამო გადაიდო. რამდენიმე დღეა ბარსელონაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი კატალონიის პოლიტიკური ლიდერების დაკავება გახლვავთ, რომლებიც 2017 წელს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის ღონისძიებებს აწყობდნენ და რეფერენდუმიც კი ჩაატარეს.