ფეხბურთი

0:25 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურმა გამოცემამ რუსეთის პრემიერლიგაში ქართველები გამოარჩია

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ესპანურმა გამოცემამ გამოარჩია. Fichajes-მა ქართველები რუსეთის პრემიერლიგის ხუთ ტალანტ ფეხბურთელში შეიყვანა.

„დავითაშვილი „რუბინის“ მარჯვენა ფლანგის ოსტატი და ბატონი გახდა, რომელიც თავის ნიჭს შესანიშნავად იყენებს და ამის ხარჯზე ცენტრისკენ ზონებს ხშირად ეძებს.

ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველია, რომელიც გამოირჩევა „რუბინის“ რიგებში, მაგრამ არა იმავე ავტორიტეტით, როგორც მისი თანამემამულე, რუსული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ადგილი ჯერ ვერ მოიპოვა“, - წერს ესპანური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო კვარაცხელიამ ასევე ერთი გოლის გატანა 11 შეხვედრაში მოახერხა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზურიკომ მოედანზე 756 წუთი გაატარა, ხოლო ხვიჩამ - 485.

0.118181