ფეხბურთი

15:21 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სილვანო მარტინა: "ბუფონს თამაში 44 წლამდე შეუძლია"

ჯანლუიჯი ბუფონის უსასრულო კარიერას წერტილი შესაძლოა დამდეგ ზაფხულსაც არ დაესვას. 41 წლის მეკარის აგენტმა სილვანო მარტინამ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ჯიჯის ფეხბურთის თამაში 44 წლამდე შეუძლია.

„ვიტყოდი, რომ ტურინში დაბრუნებით ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში 42 წლის გახდება. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში საკმარისად მიეცემა თამაშის საშუალება და რაც მთავარია, კარგად ითამაშებს.

მომავალი არ ვიცი, მაგრამ თამაში მომდევნო ორი წელი კიდევ შეუძლია, 44 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ კი, ვურჩევდი, რომ მწვრთნელი გახდეს. ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა მარტინამ.

შეგახსენებთ, რომ ბუფონს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

0.114287