გერმანულმა „სანქტ პაულმა“ თურქ ნახევარმცველ ჯენქ შაჰინს კონტრაქტი გაუწყვიტა. აღნიშნული ნაბიჯი გერმანელებმა მას შემდეგ გადადგეს, რაც შაჰინმა სოციალურ ქსელში თურქეთის აგრესიას სირიის წინააღმდეგ მხარი საჯაროდ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვების ინიციატივით „სანქტ პაულის“ ქომაგები გამოვიდნენ და საბოლოოდ, კლუბიცი იძულებული გახდა მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო.
25 წლის ნახევარმცველს აქამდე „ბაშაკშეჰირსა“ და „ინგოლშტადში“ უთამაშია, „სანქტ პაულის“ რიგებში კი 2017 წლიდან ირჯებოდა.