„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი მინიმუმ ერთი თვის განმავლობშ ვერ ითამაშებს. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ბრაზილიისა და ნიგერიის მატჩის მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა ბრაზილიელის სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 5 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა მოახერხა.