მადრიდის "რეალის" ორი ფეხბურთელი გარეთ ბეილი და ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულები არიან, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში უელსი ხორვატიას 1:1 დაუზავდა. ორივე მოთამაშემ დაზიანება სწორედ ამ მატჩში მიიღო. ორივე ფეხბურთელის ტრავმა თუ რამდენად სერიოზულია ჯერჯერობით უცნობია.
რაიან გიგზმა ბეილი მატჩის ბოლომდე მოედნიდან არი გაიყვანა, ხოლო ლუკა მოდრიჩი ხორვატთა დამრიგებელმა 90-ე წუთზე შეცვალა.