სხვა

13:44 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეოთხედ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი შვეიცარიასთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 24:7 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი რევაზ ჩომახიძის გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ქართველი წყალბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და შესაბამისად მეტოქეს დიდი სხვაობით აჯობეს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა 12 ოქტომბერს გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარა და იქ გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდა, თუმცა მატჩი მაინც ქართველების გამარჯვებით - 9:7 დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე 3-ჯერ იასპარეზა. ბუდაპეშტში გამართულ 2014 წლის ევრო პირველობაზე ჩვენმა ბიჭებმა 12-ე ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14, ხოლო 2018 წელს ასპარეზობა მე-13 პოზიციაზე დაასრულეს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი წყალბურთში იანვარში, ბუდაპეშტი გაიმართება.

0.132003