საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი გერმანიის ნაკრებს მოუგო.
ქართველმა წყალბურთელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს - 5:2. მომდევნო ორი პერიოდი უკვე სტუმრებმა მინიმალურად მოიგეს და თამაშიც დაიძაბა.
თუმცა, გადამწყვეტ მომენტში საქართველომ მობილიზება მოახერხა და კარგად დაწყებული საქმე, საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანა - 9:7.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 13 ოქტომბერს, თბილისში შვეიცარიასთან გამართავს, რომელსაც თავის მხრივ პირვე ტურში გერმანიასთან 7:18 აქვს წაგებული.
საქართველო - გერმანია 9:7 (5:2, 0:1, 1:2, 3:2)