ფეხბურთი

23:31 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ორმაგი პასუხისმგებლობაა"

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ლევან შენგელიამ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ „დინამო არენაზე“ დაბრუნებით გახარებულია.

„ყოველთვის მიხარია აქ დაბრუნება და ძალიან მიჩვეული ვარ „დინამო არენას“. სანაკრებო დებიუტი კი, ორმაგი პასუხისმგებლობაა და ვცდილობდი კარგად მეთამაშა. მაქსიმუმი გავაკეთე და ვფიქრობ, ურიგოდ არ მითამაშია. შეხვედრას რაც შეეხება, ირლანდია მებრძოლი და კარგი გუნდია, საბოლოო ჯამში მაქსიმუმი გავაკეთეთ“, - აღნიშნა ლევან შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ჩაატარებს.

0.117788