ფეხბურთი

23:23 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "მთავარი დაგვაკლდა - გოლის გატანა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მიიჩნევს, ირლანდიასთან კარგი თამაში ჩაატარეს და გამარჯვებაც შესაძლებელი იყო. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, საგოლე მომენტების შექმნა გუნდს გაუჭირდა და ამის გამოსწორებას მომდევნო მატჩებში ეცდებიან.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ირლანდიასთან უარყოფითი ბალანსი ვერ დავარღვიეთ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირლანდია ჯგუფის ლიდერია და საკმაოდ რთულია მის წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო გამარჯვება. დაგვაკლდა გოლის გატანა, რაც ფეხბურთში მთავარია, მაგრამ ვეცდებით მომდევნო მატჩებს ეს გამოვასწოროთ და ბევრი გოლი გავიტანოთ. გიბრალტარს რაც შეეხება, ჯგუფის აუტსაიდერია და ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ჩაატარებს.

0.115032