ჩოგბურთი

21:06 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შანხაის მასტერსის ფინალში მედვედევი ზვერევს დაუპირისპირდება

შანხაის მასტერსის ნახევარფინალში დანილ მედვედევმა სტეფანოს ციციპასი 7:6, 7:5 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსე ტურნირის ფინალში გავიდა. უიმბლდონის შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა ვაშინგტონში, მონრეალში, ცინცინატში, სანკტ-პეტერბურგში ტურნირებზე ითამაშა და ასევე ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა. აღნიშნული ტურნირებიდან მედვედევმა ცინცინატის მასტერსსა და სანკტ-პეტერბურგში იმარჯვა.

2019 წელს მედვედევი მეცხრე ფინალში გავიდა, სადაც ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. გერმანელმა ჩოგბურთელმა მატეო ბერეტინი 6:3, 6:4 დაამარცხა. 1999 წლის ჰამბურგის მასტერსის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე 24 წლამდე ასაკი ჩოგბურთელები გავიდნენ ფინალში - მედვედევი 23 წლისაა, ხოლო ზვერევი 22 წლის. ფინალური შეხვედრა ხვალ, 13 ოქტომბერს თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114861