კალათბურთი

0:40 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში

ევროლიგის ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც მეორე ტურის შეხვედრა რუსეთში „ხიმკის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 76:79 წააგო.

ესპანელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიანი ჩამორჩენა მიიღეს (17:27) და აღნიშნული სხვაობის აღმოფხვრა თამაშის ბოლომდე ვერ მოახერხა.

ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 30:54 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში თორნიკემ 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შედეგად, შეხვედრაში ერთადერთი კალათბურთელი გამოდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

შენგელიამ 11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელთა შორის პიერია ჰენრის ჩამორჩა (24).

ჩაგდებული ქულებით კი, ესპანური გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მეტ ჯენინგმა 29 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასის დაგროვება შეძლო.

„ბასკონიას“ ორი ტურის შემდეგ მოგება-წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „ფენერბახჩეს“ ესტუმრება.

0.126992