„ლივერპულის“ დამრიგებელი, იურგენ კლოპი, პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელია - გვამცნობს პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გამოკითხვაში გერმანელმა სპეციალისტმა „ჩელსის“ ფრენკ ლამპარდს, „ბორნმუთის“ ენდი ჰაუს და „ლესტერის“ ბრენდან როჯერსს აჯობა.
„ლივერპულმა“ სექტემბერში პრემიერლიგაში სამი შეხვედრა გამართა და სამივეში გაიმარჯვა: „ნიუკასლთან“ (3:1), „ჩელსისთან“ (2:1) და „შეფილდ იუნაიტედთან“ (1:0). ჯამში კი რვა ტურის შემდეგ, რვა მოგებით მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დგანან და უსახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 8 ქულით უსწრებენ.