ფეხბურთი

11:49 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი ბობოლებს მოუნდათ

მიმდინარე სეზონში, „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის გუნდის ჰოლანდიელ ახალეწვეულთან, ფრენკი დე იონგთან აგებს კონკურენციას. ამიტომ, დიდი ალბათობით, ხორვატი კატალონიურ კლუბს მალე დატოვებს.

თუმცა, Daily Mail-ს ცნობით, მას ბობლების რიგი დაუდგა. ადრე უკვე ვწერდით, რომ მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ დაინტერესბული, ახლა მათ იტალიური „ინტერი“ და „მილანიც“ შეემატა.

წყაროს ცნობით, განსაკუთრებით „ინტერი“ აქტიურობს. ისინი მზად არიან რაკიტიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინონ.

მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.

0.114403