ფეხბურთი

12:22 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: „შევეცდებით, ჯგუფში 30 შესაძლებლიდან, 30 ქულა მოვიპოვოთ“

ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, ედენ აზარმა, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში სან მარინოსთან გამარჯვების შემდეგ (9:0), რომელშიც ის სამი საგოლე პასით გამოირჩა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეეცდებიან ჯგუფში მაქსიმალური ქულები მოაგროვონ.

„ბედნიერი ვარ, კვალიფიკაცია დავძლიეთ. ბევრი გოლები გავიტანეთ და გულშემატკივრებიც კმაყოფილნი არიან. თუმცა, მცირე იმედგაცრუებაც არის, მეტი უნდა გაგვეტანა. ახლა, შევეცდებით 30 შესაძლებლიდან 30 ქულა მოვაგროვოთ.“ - უთხრა აზარმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

I შესარჩევ ჯგუფში ბელგიელები 7 ტურის შემდეგ მაქსიმალური 21 ქულით ლიდერობენ. ისინი პირველი ნაკრები გახდნენ, ვინც ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

0.104033