ჩოგბურთი

17:10 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შანხაიში ტიმს ვერ გაუმკლავდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ბასილაშვილი ATP-ის მე-5 ნომერ და ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილ დომინიკ ტიმთან ვერაფერს გახდა და საათსა და 18 წუთში ორ სეტში დამარცხდა.

ავსტრიელი უკეთ ირჯებოდა და გამარჯვებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიპოვა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თავიდანვე გაცვალეს ბრეიკები, მაგრამ სეტის მიწურულს ტიმმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება და 6:3 იმარჯვა.

დაახლოებით იგივე სცენარი ჰქონდა მეორე სეტსაც. დომინიკმა ორი ბრეიკი გაახერხა, რაც გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი გამოდგა - 6:3, 6:4.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაიში რადუ ალბო და ბენუა პერი დაამარცხა, რის შემდგომაც 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ლაივ რეიტინგში კი 2 საფეხურით დაწინაურდა და ამ დროისთვის 24-ე პოზიციაზე იმყოფება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - დომინიკ ტიმი 0:2 (3:6, 4:6)

0.123351