„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების შემტევი, ნეიმარი, მიიჩნევს, რომ ეროვნულ გუნდში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებს, ისევე, როგორც ლიონელ მესი არგენტინასა და „ბარსელონაში.“
„ნაკრებში უკვე 10 წელიწადია ვთამაშობ. ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც პარტნიორებს წინ მიუძღვოდა. არასდროს დავმალულვარ და ყოველთვის მთელი გულით ვთამაშობდი. როცა ადამიანი წლების მანძილზე იქცევა ასე, ვფიქრობ, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
„ბარსელონაში“ მესის სხვაგვარი პატივისცემით ეპყრობიან. ეს ლამაზი თვალების გამო ხდება? არა. ის პატივისცემას თავისი დიდებული თამაშით იმსახურებს. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, ვინც ასეთ დონეზე თამაშობს, ნორმალურია, რომ მათ განსაკუთრებულად ექცეოდნენ.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.
დღეს, 10 ოქტომბერს, ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურად ეთამაშება სენეგალს. თუ ნეიმარი მინდორზე იქნა, ეს მისთვის მე-100 მატჩი იქნება პენტაკამპეონთა შემადგენლობაში.