ფეხბურთი

14:49 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანი" პიოლიმ ჩაიბარა

იტალიურ „მილანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სტეფანო პიოლი. „როსონერის“ ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

პიოლიმ მარკო ჯამპაოლო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო გუშინ დაითხოვეს.

53 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს „სალერნიტანაში“ დაიწყო და მას შემდეგ არაერთ გუნდში უმუშავია მათ შორის, „პარმაში“, „კიევოში“, „პალერმოში“, „ბოლონიასა“ და „ლაციოში“. ბოლოს „ფიორენტინას“ ავარჯიშებდა, ხოლო ყველაზე სახელოვანი გუნდი მის კარიერაში „ინტერი“ იყო, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია და მალევე კარისკენ მიუთითეს.

აღსანიშნავია, რომ პიოლი „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულიც არ იყო, როცა ამ ცნობას გულშემატკივართა დიდი პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #PioliOut ყველაზე გავრცელებული სიტყვა გახლდატ ბოლო ორი დღის განმავლობაში „მილანთან“ დაკავშირებით.

0.111876