ფეხბურთი

14:17 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ დაასახელა პირობა, რა შემთხვევაში ჩაიბარებს „მანჩესტერს“

იტალიელი სპეციალისრტი, მასიმილიანო ალეგრი „მანჩესტერ იუნაიტედს“ იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუკი მანკუნიანელები მას უახლოეს კვირებში დაუკავშირდებიან - წერს Gazzetta dello Sport.

ბრიტანულ მედიაში უკვე გაიჟღერა ცნობამ „ეშმაკუნების“ მთავარი მწვრთნელის, ულე გუნარ სულშერის შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სავარაუდო შემცვლელად კი სწორედ ალეგრის მოიაზრებენ. „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ ის ჯერჯერობით უგუნდოდაა.

ალეგრის სურს მალევე ჩაიბაროს „მანჩესტერი,“ რათა ვითარების შეცვლა მოასწროს.

0.127163