ფეხბურთი

20:44 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა კარიერა დაასრულა

35 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კარიერა დაასრულა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

"ძვირფასო მეგობრებო კარიერის დასრულების დრო მოვიდა. დიდი მადლობა ჩემს გუნდებს, "ბაიერნს", "მანჩესტერს" და "ჩიკაგოს". მადლობა ჩემს ცოლს ანა ივანოვიჩს და ყველა ჩემს გულშემატკივარს"- განაცხადა შვაინშტაიგერმა.

ბასტიანმა "ბაიერნის" რიგებში 500 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. "მანჩესტერის" მაისური 35-ჯერ მოირგო და მეტოქის მეკარე ორჯერ დაამწუხრა.

გერმანელის ბოლო კლუბი კი MLS-ის "ჩიკაგო" იყო.

0.124058