ფეხბურთი

15:16 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა

უეფას ყოფილ პრეზიდენტს, მიშელ პლატინის, ამიერიდან შეუძლია საფეხბურთო მოღვაწეობა გააგრძელოს. დღეს, 8 ოქტომბერს, ფუნქციონერს დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა, რომელიც მან 2015 წელს მიიღო.

მაშინ, ფიფას ეთიკის კომიტეტმა, კორუფციაში სავარაუდო ჩართლუბის გამო, ფრანგს ყოველგვარი საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა. მიიჩნეოდა, რომ ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა პლატინის 2011 წელს ორგანიზაციის ბიუჯეტიდან უკანონოდ გადაურიცხა სოლიდური თანხა.

თავიდან დისკვალიფიკაცია რვაწლიანი იყო, მოგვიანებთ კი ოთხ წლამდე შეუმცირეს. ამ სკანდალამდე, პლატინი ბლატერის შეცვლას აპირებდა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე.

„ერთი იდეა მაქვს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ.“ - უთხრა პლატინიმ AP News-ს.

პლატინის საფეხბურთო კარიერა 1972 - 87 წლებს მოიცავს. რომლის განმავლობაშიც ის „ნანსის,“ „სენტ ეტიენის,“ „იუვენტუსის“ და ცხადია, საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავდა. ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპის „ოქროს ბურთის“ მფლობელი.

0.130711