ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე წარმატებით გამსოვლას აგრძელებს და მერვედფინალში გასვლა მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში ATP-ის რეიტინგის 23-ე ნომერს, ფრანგ ბენუა პერს სამ სეტში აჯობა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქე ერთხელ დააბრეიკა და დაწინაურდა. დარჩენილ ორ სეტში კი ბრძოლა არ ყოფილა - ჯერ პერმა მოიგო 6:1, შემდეგ იგივე ანგარიშით ჩვენებურლმა იმარჯვა და შეხვედრაც მოიგო.
ბასილაშვილი 2 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. საპასუხოდ, პერმა 12(!) ეისი შეასრულა, სამაგიეროდ, 8-ჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა. ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაიში 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ამ დროისთვის ლაივ რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა.
ბასილაშვილი მერვედფინალში პაბლო კარენო ბუსტასა და დომინიკ ტიმის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.