შანხაის მასტერსის წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა.
ნიკამ თავის მეწყვილე რადუ ალბოტთან ერთად ზებალიოსი-გრანოლესის წყვილთან 2:6, 3:6 წააგო. ქართულ-მოლდოვურმა დუეტმა ორი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ხოლო მეტოქემ 10-დან ოთხი ბრეიკი გაახერხა.
ნიკა შანხაის მასტერსის ერთეულთა თანრიგში ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდება, რომელმაც მარკო ჩეკინატოს 6:2, 7:5 აჯობა. ქართულ-ფრანგული დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართება. ურთიერთშეხვედრეში პერი 3:0-ს იგებს.