ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ზედიზედ 16 წელი გოლი გააქვს.
გუშინ მესიმ ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. "ბარსამ" "სევილია" 4:0 გაანადგურა. არგენტინელმა მეოთხე გოლი 78-ე წუთზე საჯარიმო ხაზიდან გაიტანა.
მესიმ თავი ესპანეთის ჩემპიონატში პირველად 2004/05 წლების სეზონში გამოიჩინა. სულ ლიონელს ლა ლიგაში 455 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 420 გატანილი გოლი.