ფეხბურთი

1:18 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის პირველი სეზონური

ეს უკვე „ბარსელონა“ იყო. ლაღი, მოქნილი, შემტევი. კატალონიურმა კლუბმა სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ყალიბში დგება. მესიც დაუბრუნდათ და პრიმერას ცხრილიც საკუთარ თავს ემსგავსება: პირველზე „რეალია,“ მეორეზე - „ბარსელონა,“ მესამეზე - „ატლეტიკო.“ აი, მეოთხეზე მდგარი „გრანადა“ კი ცოტა უხერხულად ჩანს ლიდერებში.

„ბარსელონა“ – „სევილიას“ მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კატალონიელებმა მეტოქე გააცამტვერეს. თუმცა არც მთლად ასეა საქმე.

დიახ ნახევარი საათის თავზე, ვალვერდეს შეგირდებს თითქმის მოთავებული ჰქონდათ საქმე, 3:0 იგებდნენ. თან რა გოლი გაიტანა ლუის სუარესმა, ვარდნაში, მაკრატელათი...

მაგრამ არც სევილიელებს დაუკლიათ მცდელობა. ეგ არის, დე იონგს ფატალურად არ უმართლებდა. მინიმუმ სამი ბურთი მაინც უნდა გაეტანა, მაგრამ ვერაფრით მოახვედრა ბურთი კარში.

მეორე ტაიმში მასპინძლებს გასატანად თავი ძალიან აღარ გამოუდვიათ. მაგრამ მესიმ მაინც შეასრულა თავისი გენიალური საჯარიმო დარტყმა და 4:0. ეს არგენტინელის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

თამაში კი კატალონიელებმა ცხრა კაცით დაამთავრეს. ბოლოსკენ, მსაჯმა ჯერ „ბოლო იმედის“ ჯარიმისთვის შეცვლაზე შესული დებიუტანტი, რონალდ არაუხო პირდაპირი წითლით გააძევა, რამდენიმე წამში კი აღშფოთებულ დემბელეს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და პარტნიორის გზას გაუყოლა.

შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), შინაურ პირობებში, „ვალიადოლიდთან“ „ატლეტიკოს“ გაუჭირდა. შეტევაშიც ერთობ უფერულად გამოიყურებოდნენ.

პირველ ტაიმში მათ თითქმის ხეირიანად არც შეუტევიათ. ბრძოლა, ჯარიმები, პაუზები, მსაჯთან კამათი ბევრი იყო, მომენტები - ნაკლები.

მიუხედავდ ასეთი სიუჟეტისა, მასპინძლებს დაწინაურება მაინც შეეძლოთ, მაგრამ თავისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, სანდრო რამირესმა ძალიან ცუდად დაარტყა. ბურთი ტრიბუნებში გაუშვა.

შესვენების შემდეგ, მადრიდელები ცოტა გამოფხიზლდნენ, მოძრაობას უმატეს და კარისკენაც აიღეს მიზანი, მაგრამ მასპინძლები ოსტატურად გაუმკლავდნენ სტუმართა მიძალებას.

„ატლეტიკოს“ გამარჯვება მაინც შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ანხელ კორეამ ბურთი ძელს მოარტყა.

ესპანეთი

პრიმერა. 6 ოქტომბერი

ბარსელონა - სევილია 4:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 81 331

1:0 სუარესი (27), 2:0 ვიდალი (32), 3:0 დემბელე (35), 4:0 მესი (78)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ტოდიბო (არაუხო 73), სემედუ, ვიდალი (რაკიტიჩი 70), დე იონგი, არტური (ბუსკეტსი 65), მესი, დემბელე, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სევილია: ვაცლიკი, ნავასი, კარლოსი, კარისუ, რეგილონი, ფერნანდო, ტორესი (ხორდანი 46), ბანეგა, ნოლიტო (მუნირი 46), ოკამპოსი, ლუკ დე იონგი (ჩიჩარიტო 65)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: სემედუ (39), დემბელე (53), სუარესი (64), პიკე (85), ბუსკეტსი (88); რეგილონი (22), კარისუ (34), ბანეგა (90+1)

გაძევება: არაუხო (87), დემბელე (88)

ვალიადოლიდი - ატლეტიკო 0:0

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია.“ 23 650

36-ე წუთზე რამირესმა პენალტი ვერ გაიტანა

ვალიადოლოდი: მასიპი, ნაჩო, სალისუ, ოლივასი, მოიანო, ვილია (რუბიო 65), მიჩელი (ანუარი 84), ფერნანდესი, პლანო, სერხი გვარდიოლა, რამირესი (უნალი 69)

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიერი, საული, ტომასი, კოკე (ლემარი 65), ფელიში (კორეა 61), მორატა (ერერა 72), კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: ნაჩო (2), ვილია (10), მოიანო (29), პლანო (48), ფერნანდესი (52), რუბიო (75); მორატა (25), საული (45+2), ფელიში (60), ლემარი (89)

მალიორკა - ესპანიოლი 2:0

1:0 ბუდიმირი (37), 2:0 სევილია (73)

სელტა - ბილბაო 1:0

1:0 ასპასი (74)

სოსიედადი - ხეტაფე 1:2

1:0 მერინო (5), 1:1 მატა (69), 1:2 მაკსიმოვიჩი (89)

გაძევება: ლიორენტე (სოსიედადი, 53)

0.114423