ჩოგბურთი

0:42 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა: „ამ პრიზის მოგება ჩემი ქომაგებისთვის მინდოდა“

ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან, პეკინის ტურნირის ფინალში გამარჯვების (3:6, 6:3, 6:2) შემდეგ, იაპონელმა ჩოგბურთელმა, ნაომი ოსაკამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ პრიზის მოგება თავისი ერთგული გულშემატკივრებისთვის სურდა.

„სიმართლე გითხრათ, ამ პრიზის მოგება უპირველესად ერთგული ქომაგებისთვის მინდოდა. მათთვის, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. რთული წელიწადი გამომივიდა და გამიმართლა, რომ ასეთი საოცარი გულშემატკივრები მყავს.

ასევე, საკუთარი თავისთვისაც მსურდა დამემტკიცებინა, რომ დაღლილობის მიუხედავად, შემიძლია ვიბრძოლო და გამარჯვებას მივაღწიო.“ - ციტირებს ოსაკას სიტყვებს WTA-ს პრესსამსახური.

0.118928