ფეხბურთი

12:16 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში მეოთხე გოლეადორია

ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში "ბაიერნი" შინ "ჰოფენჰაიმთან" 1:2 დაამარცხა. მიუნჰენელთა რიგებში ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ლევანდოვსკი 213 გოლით მეოთხე ადგილზეა. პოლონელმა მანფრედ ბურგსმიულერს გადაასწრო.

ამ მაჩვენებლით რობერტი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩება. იუპ ჰაინკესი (220), კლაუს ფიშერი (268), გერდ მიულერი (365)

0.122076