ჩოგბურთი

10:45 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მეორე წრეში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის პირველ წრეში მოლდოველი რადუ ალბოტი 4:6, 6:1, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზი მეორე წრეში ანუ 1/16-ფინალში ბენუა პერსა და კვალიფიკაციაში გამარჯვებულს შორის საუკეთესოს შეხვდება.

მიმდინარე კვირას ნიკოლოზმა პეკინის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და პირველი მატჩის მოგების შემდეგ სტეფანოს ციციპასთან წააგო. აქედან გამომდინარე ქართველი რეიტინგში 26-ე ადგილამდე დაქვეითდა.

შანხაის მასტერსის წყვილთა თანრიგში ბასილაშვილი რადუ ალბოტთან ერთად იასპარეზებს და პირველ წრეში ქართულ-მოლდოვური დუეტი გრანოლერსსა და სებალიოსის წყვილს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს დილის რვა საათზე დაიწყება.

0.122364