ფეხბურთი

22:59 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "გოლის გატანა სასიამოვნოა, განსაკუთრებით ტრავმის შემდეგ"

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ტრავმა მოიშუშა და რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.

ქართველმა „ტამბოვს“ მოხდენილი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ნამატჩევს, ჩვენებურმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გოლის გატანა, განსაკუთრებით ტრავმის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა.

- რას გრძნობთ დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ?

- ამდენი წაგების შემდეგ გამარჯვება რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ.

- რატომ ჩაატარეთ ორი განსხვავებული ტაიმი?

- როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, ალბათ ყველამ ერთად დაცვაზე ფიქრი დავიწყეთ. არ იყო აუცილებელი დაცვაში ჩაჯდომა, ამიტომ მეორე ტაიმი და დასასრული რთული გამოვიდა.

- დღეს არცთუ ისე კომფორტული ამინდი იყო და არც ისე ბევრი გულშემატკივარი იყო სტადიონზე. ამან გარკვეულწილად იმოქმედა განწყობაზე?

- მესმის, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენი გულშემატკივრები არ მოვიდნენ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რთულ ვითარებაში ვართ და ახლა გვჭირდება მხარდაჭერა, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც ყაზანს შეეფერება. რა თქმა უნდა, როდესაც სტადიონზე ბევრი გულშემატკივარია, ძალიან ლამაზია.

- და ბოლოს, თქვენ პირველი გოლი გაიტანეთ „რუბინში“. როგორი ემოციები გაქვთ?

- გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნო და კარგია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ტრავმის შემდეგ ბრუნდებით. ნებისმიერ შემთხვევაში წინ უნდა ვიაროთ და ხშირად მოვიპოვოთ ქულები. რა თქმა უნდა, დღეს ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე.

0.113003