ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სერია A-ს სექტემბრის თავის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ცნობა იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სერია A თვის საუკეთესო ფეხბურთელს პირველად ავლენს და რიბერიც დებიუტანტი გამარჯვებულია.
ვეტერანმა ფრანგმა სექტემბერში ორი გოლი გაიტანა („ატალანტასთან“ და „მილანთან“), ხოლო ერთხელ საგოლე პასი („სამპდორიასთან“) მიითვალა.
რიბერი კუთვნილ ჯილდოს 6 ოქტომბერს, "არტემიო ფრანკიზე" "უდინეზესთან" მატჩის დაწყებამდე მიიღებს.