კატალონიის „ბარსელონამ“ და პსჟ-მ შესაძლოა ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის გაცვლაზე მოილაპარაკონ. ორივე მხარე მაინც და მაინც ბედნიერად ვერ გრძნობს თავს და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბარტერზე საუბარი დაიწყო.
ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებას მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი საწადელის ასრულებას დამდეგ ზაფხულს შეეცდება.
გრიზმანი კი, ჯერჯერობით „ბარსელონას“ ვერ მოერგო და ლიონელ მესისთან შეთამაშებაც ძალიან უჭირს.
ფრანგული Le10Sport-ის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან. თუმცა, ისიც ნათელია, რომ წმინდა ბარტერი არ გამოვა და „ბარსელონას“ პარიზელებისთვის გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევს.