ფეხბურთი

23:36 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ-ეტიენი" პიუელმა ჩაიბარა

ფრანგმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა "სენტ-ეტიენი" ჩაიბარა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტი ლიგა 1-ის გუნდს 2022 წლამდე გაწვრთნის.

პიუელი საფრანგეთში სამწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. ბოლოს კლოდი "ნიცას" წვრთნიდა და მას შემდეგ "საუთჰემპტონსა" და "ლესტერს" ედგა სათავეში. "მელიებთან" მუშაობის პერიოდში, პიუელის გუნდმა 67 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 25 მოიგო, ხოლო 14 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

"სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ რვა ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

0.129043