ფეხბურთი

19:57 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრი ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელად დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის“ ნახევარმცველი, სერჟ გნაბრი, ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში, 24 წლის გერმანელმა გაუსწრო „ბარსელონას“ შემტევ ლუის სუარესს, „დორტმუნდის“ მცველ აშრაფ ჰაქიმის და „ბრიუგეს“ ფორვარდ ემანუილ დენისს.

გნაბრი „ტოტენჰემი“ – „ბაიერნის“ მატჩის გმირი გახდა. ლონდონელთა ახალ სტადიონზე, მან მასპინძლებს ოთხი გოლი გაუტანა. მიუნხენურმა კლუბმა კი 7:2 გაიმარჯვა.

0.116366